მათი პრობლემა არც მელიაა და არც ხაბეიშვილი, მათი პრობლემაა ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია არაა – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ენმ-ს პრობლემა არა თავმჯდომარეში, არამედ პარტიის არსშია, რომ “ნაცმოძრაობა” არ არის საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია.
„მათი პრობლემა არ არის არც მელია და არც ხაბეიშვილი, მათი პრობლემა არის, რომ ეს არ არის საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია. ეს არის ორგანიზაცია, ჯგუფი ადამიანების, რომლებიც სხვების კარნახით მოქმედებენ, მათ არა აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების არეალი. ისინი მოქმედებენ სხვისი კარნახით არა თუ ქართველი ხალხის ინტერესის საფუძველზე, არამედ ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ეს არის პრობლემა და ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, როგორი კონსტრუქცია იქნება თუ სტრუქტურა, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, სანამ მათი მთავარი ლიდერი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში ასარევად, ასეთ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე,“ – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთ – უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას. პირიქით, ის თვითონ ხდება კრიზისების გამწვავების აქტორი. ეს ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მმართველობის შედეგია

რუსეთ – უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას. პირიქით, ის თვითონ ხდება კრიზისების გამწვავების აქტორი. ეს ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მმართველობის შედეგია

სასიამოვნოა მორიგი დასტური ვაშინგტონიდანაც, რომ “ქართული ოცნება” უზუსტესია ამორფული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, თუმცა ამ ტრანსატლანტიკურ ჯახში საქართველოს რყევის მცდელობათა საფრთხეების მინიმიზაცია აუცილებელია, ასეც იქნება