“მათი მიზანია ქართველი ახალგაზრდებისგან “მომსახურების საზოგადოების” შექმნა – ვიკრიბებით შაბათს, 21 თებერვალს, თსუ -ის პირველი კორპუსის ეზოში”

“რეჟიმის მიერ დაანონსებული განათლების კონტრრეფორმა არის საქართველოში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ნგრევა, რადგან არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლს, ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიას.
განათლების მიღებისა და ფორმის არჩევის უფლება ყველას აღარ ექნება,
რადგან დაფინანსებაში შეტანილი ცვლილება და “ქართული ოცნების” მიერ დადგენილი კვოტირება აბიტურიენტებს არჩევანის უფლებას უზღუდავს.
“უფასო განათლება” მხოლოდ უმცირესობისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ეს არის “ცოდნის საზოგადოების” მიზანმიმართული განადგურება
და მათი მიზანია ქართველი ახალგაზრდებისგან “მომსახურების საზოგადოების” შექმნა.
ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ვერთიანდებით და მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს კონტრრეფორმა! მოვუწოდებთ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, აბიტურიენტებს, მშობლებს, შემოგვიერთდნენ, რათა ერთად გადავარჩინოთ მომავალი!
ვიკრიბებით შაბათს, 21 თებერვალს, თსუ -ის პირველი კორპუსის ეზოში”. – წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი, რომელმაც შესაბამის სამსახურებს, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა კვებისთვის, 24 177.3 კგ ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი მიაწოდა

თამო კეშელავა: ჯარისკაცებს და პოლიციელებს წამლავთ, ბავშვებს ბაღის ფულს პარავთ, სკოლები დაანგრიეთ და არ შენდება, სამხარაული გაგინიავებიათ, უნივერსიტეტებს აუქმებთ, პარლამენტის შენობას ყიდით და რაც გამომრჩა, ყველაფერში ხელი გაქვთ ჩაყოფილი…