“მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით” – ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ

დღეს, 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში პსჟ მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს. “რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ მატჩისწინა ინტერვიუში მეტოქის შესახებ ისაუბრა. ბელგიელი სპეციალისტის თქმით, იგი პარიზული კლუბის თამაშით აღფრთოვანებულია.
“მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ. როდესაც საქმე პსჟ-ს ეხება, მხოლოდ ერთ მოთამაშეზე ფოკუსირება საკმარისი არ არის, მათ მსოფლიო დონის მოთამაშეები ყოველთვის ჰყავდათ. ჩვენც მსგავსი პლუსები გვაქვს, რაც ამ მატჩსდიდ ინტერესს სძენს.
ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და იდეალური მატჩი ჩავატაროთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ვუპირისპირდებით”, – განაცხადა კომპანიმ.
შეგახსენებთ, პსჟ-სა და “ბაიერნის” დაპირისპირება თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია – “კვარა” ცეკვის შემდეგ
პსჟ ისევ დარჩა დემბელეს გარეშე?
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია – “კვარა” ცეკვის შემდეგ
კეინის პირველი ტიტული – “ბაიერნი” ბუნდესლიგის გამარჯვებულია
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის “გასახარებლად”?
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს – “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
“ბაიერნი” 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
“ბაიერნმა” კომპანის გარანტიები მისცა – ბელგიელს მარტივი ამოცანა აქვს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ქართველმა ნახევარმცველმა “ბაიერნის” პირველ გუნდში ივარჯიშა
“ბაიერნი” კომპანისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
კომპანი “ბაიერნის” მწვრთნელად დანიშნეს
კომპანი “ბაიერნის” ჩაბარებასთან ახლოსაა
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში – ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა