მათი გესლიანი კნავილი სასახელო სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ არაერთხელ დაამტკიცეს როგორ არ უყვართ სამშობლო და ნებისმიერი წარმატება

„დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიურ მედალოსნებს, მაგრამ იმედია არავის არ ეწყინება თუ განსაკუთრებით მაინც ჩვენ ოლიმპიური გუნდის კაპიტანს ლაშა ტალახაძეს გამოვყოფ- პლანეტის უძლიერესი კაცი ქართველია, რომელიც უკვე მესამე ოლიმპიადაზე არა მარტო შტანგას წევს ყველაზე მაღლა, არამედ საქართველოს დროშას, ჩვენი ჰიმნი კი მგონი მსოფლიოს ყველა ძალოსანმა იცის უკვე ზეპირად“-წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის თქმით, ამ დიდ დღესასწაულის ფონზე რა სამარცხვინოდ ჩანს და მისნაირი უტიფარი პოლიტიკოსები, რომლებიც ლანძღავდნენ ლაშა ტალახაძეს, მანამდე ს თუ თორნიკე შენგელიას.
მისივე თქმით, მათ არაერთხელ დაამტკიცეს თუ როგორ არ უყვართ არც სამშობლო და არც მის ნებისმიერი წარმატება.
„ერის სიძლიერის და იდენტობის ერთ-ერთი სახე, სპორტულ ასპარეზობაში გამოვლენილი წარმატებაა. ძნელია გულგრილად უყურო, არ აღელდე, ტანში ჟრუანტელმა არ დაგიაროს, როცა ხედავ შენი ქვეყნის დროშა ყველაზე ზევით მიემართება და საქართველოს ჰიმნი ისმის…და თუ შენ ამას არ გრძნობ, არ განიცდი და სიხარულის ცრემლი არ მოგდის არათუ ამ ქვეყნის შვილი არ ხარ, მაშინ საერთოდ ვინ ხარ… პარიზის ოლიმპიადამ თავი ბევრი რამით დაგვამახსოვრა, გახსნის სკანდალითა, თუ მსაჯების არაობიექტურობით, მაგრამ ჩვენი სასახელო სპორტსმენების გამოსვლამ მაინც ბევრ მოლოდინს გადააჭარბა.
თითოეული მათი მოპოვებული ბრინჯაო, ვერცხლი, თუ ოქრო ისეთ სიამაყეს გვრის ადამიანს, თითქოს შენც პირადად მიიღე მონაწილეობა ამ ყველაფერში. მით უფრო ჩვენი ოლიმპიელებიც გვათამამებენ, მიღებულ მედალს ღიმილით კბილს უსინჯავენ და იქიდან გვეუბნებიან, რომ ეს გამარჯვება მარტო მას არ ეკუთვნის, არამედ ყველას-მადლობას უხდიან მათ მწვრთნელებს, სამედიცინო თუ ტექნიკურ შტაბს, ოჯახის წევრებს, მთელ საქართველოს და გულშემატკივარს! დიდი მადლობა ჩვენს ოლიმპიურ მედალოსნებს ლაშა ბექაურს, ილია სულამანიძე, ტატო გრიგალაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა გურულს, გივი მაჭარაშვილს, ამ დიდ სიხარულისთვის რაც ჩვენ მოგვანიჭეს, მაგრამ იმედია არავის არ ეწყინება თუ განსაკუთრებით მაინც ჩვენ ოლიმპიური გუნდის კაპიტანს ლაშა ტალახაძეს გამოვყოფ- ხუმრობა საქმე ხომ არა პლანეტის უძლიერესი კაცი ქართველია, რომელიც უკვე მესამე ოლიმპიადაზე არა მარტო შტანგას წევს ყველაზე მაღლა, არამედ საქართველოს დროშას, ჩვენი ჰიმნი კი მგონი მსოფლიოს ყველა ძალოსანმა იცის უკვე ზეპირად.
ამ დიდ დღესასწაულის ფონზე კი რა სამარცხვინოდ ჩანს ნიკა გვარამია და მისნაირი უტიფარი პოლიტიკოსები, რომლებიც ლანძღავდნენ ლაშა ტალახაძეს, მანამდე ხვიჩა კვარაცხელიას თუ თორნიკე შენგელიას…ცხადია მათ გესლიანი კნავილი ჩვენს სასახელო სპორტსმენებს ვერაფერს ვერ დააკლებენ, თვითონ კი უბრალოდ არაერთხელ დაამტკიცეს თუ როგორ არ უყვართ არც სამშობლო და არც მის ნებისმიერი წარმატება…თუმცა ეს მავნებლები ჩვენს სპორტსმენებს ხვალ რომ აეროპორტში დახვდნენ არ გამიკვირდება, აგერ გუშინ თუ გუშინწინ ლამის რუსი ტურისტების გასაძევებლად იყვნენ მზად, ახლა კი რომელ რუსს, სხეულის რომელ ნაწილში შეუძვრნენ თვითონაც არ იციან.“– წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება