მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა, პარლამენტი, ყველა შემთხვევაში, ლეგიტიმური იქნება – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიის გადასაწყვეტია, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში. თუმცა, მთავრობის მეთაურის შეფასებით, პარლამენტისთვის ეს დიდი დანაკლისი არ იქნება, რადგან მაინც და მაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომადგენელი არ იქნება.
„ჩვენთვის ეს მაინც და მაინც საინტერესო საკითხი არ არის. პარლამენტისთვის მაინც და მაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომადგენელი არ იქნება. იცით, რა პარტიებზეა საუბარი და რა სახეები ჰყავთ მათ საკუთარ პარტიაში, საუბარია, როგორც „ნაცმოძრაობაზე“, ისე მეორე, მესამე, მეოთხე „ნაცმოძრაობაზე“. არც თავისი პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით არცერთი მათგანი საპარლამენტო მუშაობისთვის საინტერესო არ არის. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ. მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ასეც და ისეც, პარლამენტი ლეგიტიმური იქნება. ერთ მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ იგივე პროცესების გამეორებას, რაც მათ ქვეყანაში 4 წლის წინ განახორციელეს, რითაც ისინი ცდილობდნენ, დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. იმავეს მეორედ ვერ გააკეთებენ. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, ვისაც უნდა შევიდეს, ვისაც უნდა ნუ შემოვა“,- განაცხადა მ.
მისი თქმით, ასევე ფიქრობს ამ ქვეყნის მილიონ 120 ათასი მოქალაქე.
„ვინმე თუ გაბედავს და დაუპირისპირდება მილიონ 120 ათასი ადამიანის მობილიზებულ ნებას, ამ შემთხვევაში, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს“,- აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა არალეგიტიმურად აღიაროს ს შედეგები უცხოელმა აქტორებმა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს.
„ბაია პატარაიას ჭორებს ხომ არ გაჰყვება? ამისთვის რაღაც საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს? წინასაარჩევნო გარემო იყო უპრეცედენტო. არჩევნების დღე ჩატარდა უპრეცედენტოდ, მათ შორის ელექტრონული აპარატურა მთლიანად გამორიცხავდა მანიპულაციას. დანარჩენი, რჩება ბაია პატარაიას და ნინო ლომჯარიას ჭორები და ამას ხომ არ გაჰყვება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი? არ ვიცი…“,-განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ოპოზიციას არ აქვს იმის რესურსი, რომ სრულად აღიაროს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია.
„თუ ისინი ეცდებიან ისეთ რამეს, რაც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, ამ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო მეტად გაამყარებენ იმ სარჩელს, რომელიც შეიძლება შევიდეს მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამიტომ, ყველას ვურჩევ, თავი შეიკავოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლისგან“,-განაცხადა კობახიძემ.