მათიკაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება
12 აპრ 202619:13
მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უნგრეთი, ხდება გარკვეული ზეწოლა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ემხრობიან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში იყვნენ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ოჯახურ ღირებულებებს, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და ყველა იმ ტრადიციულ მიმართულებებს იზიარებენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების პოლიტიკის თანხვედრაში.