მათიკაშვილი: გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად

უკრაინა გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად, დაწყებული სგან დასრულებული გიორგი ლორთქიფანიძითა და კიდევ სხვა მაღალჩინოსნით, რა თქმა უნდა, ზურაბ ადეიშვილია გამორჩეული ფიგურა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან ძებნილი ზურაბ ადეიშვილის გადმოცემის შესახებ ისაუბრა.
გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად, დაწყებული სგან დასრულებული გიორგი ლორთქიფანიძითა და კიდევ სხვა მაღალჩინოსნით, რა თქმა უნდა, ზურაბ ადეიშვილია გამორჩეული ფიგურა, რომელზეც ფსონი იყო დადებული, უკრაინული მხარის მხრიდან იმ პირობებში, როდესაც მათ, ამ პირებმა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში, უბედურების მეტი არაფერი მოუტანეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მან საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.
„რა მიზნები ჰქონდა მაშინ სააკაშვილს, ესეც არ არის საიდუმლო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო არეულობის, არჩევნების წინა დღეებში აქ ქაოსის მოწყობის მცდელობა და იმ ხელისუფლების რევანშის მცდელობა, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე ქვეყნის აოხრებით იყო, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, დაკავებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება და ამის მთავარი გარანტორი, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს