მათთვის შეიძლება და ქართველებისთვის არ შეიძლება – ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის იცით? როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც არ უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიციირებული, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, , “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიციირებულია -სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის – არა, ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
“რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიციირებულია ბრიტანეთში – ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის – ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ
Next: გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ [ხელფასი], ამიტომაც არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე