“მათზე, ვინ ივანიშვილის დავალებებს ასრულებს, დაიკიდება დამოკლეს მახვილი ევროკავშირის მხრიდან” – ხაბეიშვილი
“მათზე, ვინ ივანიშვილის დავალებებს ასრულებს, დაიკიდება დამოკლეს მახვილი ევროკავშირის მხრიდან” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა “ლევან ხაბეიშვილმა” პირველებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 15 ივლისს კაია კალასი მინისტრებს თარგეთირებული სანქციებისთვის(ადამიანის უფლებების დაღვევებზე პასუხისმგებლებს), 15 პირის სიას წარუდგენს.
“ან ევროკავშირის სანქციები შეგეხებათ ან თავად ბიძინა ივანიშვილის” – ეუბნება ხაბეიშვილი იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უკანონო დავალელების შესრულებაში არიან მხილებულნი.
ცხადია, ასეთ ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ დავალებებს ასრულებენ მკვლელი ივანიშვილის და არა სამართლებრივად წყვეტენ კონკრეტულ საქმეებს, მათზე დაიკიდება დამოკლეს მახვილი ევროკავშირის მხრიდან და ისინი აუცილებლად იქნებიან დასანქცირებულები. უნდა ესმოდეთ მათაც და საშუალო რგოლის თანამდებობის პირებსაც, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში არაფერი არ შეეხებათ – შეგეხებათ, ან ბიძინა ივანიშვილის სანქციები, ხედავთ ხომ რაღაცა ფულის შეწერები, თუ ამდენი ფული არ გიშოვიათ, აუცილებლად ევროკავშირის სანქცირებულტა სიასი მაინც იქნებით. ანუ, თქვენ, სანამ კომფორტის ზონაში ხართ, უნდა გესმოდეთ, რომ ევროკავშირის მხრიდან თქვენ გემუქრებათ ევროკავშირის საფრთხე”, – განცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
