იურისტი, პროფესორი მათე ხვედელიძე:
გეოგრაფია და ისევ გეოგრაფია. ბუნებრივია, ამერიკას ყოველთვის ექნება ინტერესები ჩვენს რეგიონში და უშუალოდ საქართველოში.
აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა ყოველთვის გავლენას ახდენს კავკასიის მიმართ დამოკიდებულებაზე. არაბული ქვეყნებიდან დაწყებული და გაგრძელებული კავკასიონამდე, ეს რეგიონი ხშირად იწოდება სამხრეთ დასავლეთ აზიად. გეოგრაფიული ბარიერები განაპირობებს ამას. თუ აშშ-ს უნდა ჩინეთ-რუსეთ-ირანის გავლენების შემცირება რეგიონში (აშკარად უნდა), ეს ვერ გამოვა საქართველოს რუსეთთან დატოვების პირობებში. რუსეთი ან კავკასიონის ქედს იქეთაა და ან აქეთ. გეოგრაფიულად სხვაგავარად შეუძლებელია.
რაც შეეხება ამ ამბავს, კარგზე კარგი ნიუსია. თუ ბელარუსის ამბებს აკვირდებოდით, ჟანრის ლოგიკით, აქაც უნდა მოხდეს პატიმრების გათავისუფლება. ასევე, უნდა მოხდეს აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინება, სავარაუდოდ, პორტის მიმართულებით. ლოგიკურია, რომ წინა დღეებში სახდეპის წარმომადგენელი სწორედ პორტის მიმდებარე ტერიტორიას სტუმრობდა. ასევე, ამერიკელები აუცილებლად მოითხოვენ პარტიების გადარჩენას და რამდენიმე საკანონმდებლო აქტის მინიმუმ შემსუბუქებას. სანაცვლოდ, საერთაშორისო ლეგიტიმაციას მიიღებს მმართველი ძალა.
მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს. ესაა სულ თავი ბოლო.
ნუ, ახლა ატყდება პესიმისტური დრამა ქვინობები, მოთქმა და გოდება, ტრამპისა და რუბიოს გინება და სხვა მსგავსი გამოხტომები, რაც მეორე მხარეს დაეხმარება საინფორმაციო ომის წარმართვაში. სასარგებლო იდიოტების რაოდენობით აქეთა ფლანგი ყველა რეიტინგში წინაა )))
ეს ამბავი რომ შემთხვევითი არაა, დასტურდება ორმხრივი სამუშაო ვიზიტებითაც და ასევე იმ ფაქტიდანაც, რომ ლამის ყველა ოპოზიციური ძალა და ორგანიზაცია ამერიკაში იყო ვიზიტით მიმდინარე პერიოდში. ამ ამბავში ყველა მთავარი ისაა, რომ ამერიკამ საქართველოსთვის ცოტა მაინც მოიცალა.




