მათე ხვედელიძე: ემიგრაციამ დაანგრია და მოსპო საქართველოში ოჯახების ერთიანობა… რუსებისა და პროპაგანდის მიზანია საქართველო ქართველების გარეშე

იურისტი, პროფესორი მათე ხვედელიძე:
ემიგრაციამ დაანგრია და მოსპო საქართველოში ოჯახების ერთიანობა.
საქართველოში ოჯახის ინტსტიტუტს არა ლგბტ პროპაგანდა ან რამე მსგავსი კი არ უქმნის რეალურ საფრთეს, არამედ ემიგრაცია და სიღარიბე.
ემიგრაცია ძალიან ურტყამს სკოლის ასაკის ბავშვებს. მხოლოდ 2018-2019 წელს სწავლა 12 ათასმა მოსწავლემ შეწყვიტა. 2023 წელს 10 000-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს შეუწყდა ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი.
ემიგრაციამ კრიტიკულამდე შეამცირა შობადობის მაჩვენებელი. გასულ წელს 40 000 ნაკლები ბავშვი დაიბადა, მაშინ როდესაც 10 წლის წინ დაახლოებით 55 000 საშუალო.
ასეულობით ათასი დედაა სამუშაოდ დასავლეთში წასული და აქ ოჯახებს არჩენენ. ენით აღუწერელი ტრაგედიაა ეს ქვეყნისთვის და ბავშვებისთვის.
შვილები იზრდებიან, სკოლაში დადიან, უნივერსიტეტში აბარებენ, ცხოვრობენ და დედას და მამას ვერ ხედავენ, რადგან მშობლები ამ შვილების უკეთესი მომავლისთვის დღე და ღამე მუშაობენ ევროპაში და ამერიკაში.
ოჯახი არაა საქართველოში, რომლის ახლობელიც ემიგრაციაში არაა წასული.
ის, რომ ასეულობით ათასი დედა და მამაა ემიგრაციაში წასული არის სიღარიბის ბრალი. აქ რომ სიღარიბეა, ეს კი არის თავიდან ბოლომდე ს ბრალი.
ერთადერთი, ვინც ქართულ ოჯახებს ერჩის და ანგრევს ეს არის რუსეთი და მისგან გამოწვეული სიღარიბე.
თუ გვინდა, რომ ქართული ოჯახები, ქართული ოჯახის კულტურა გადავარჩინოთ, პირველ რიგში რუსეთს და რუსულ პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ.
ერთადერთი გზა, რომ ქართული ოჯახის კულტურა გადარჩეს, გადის ევროპაზე და ევროპაში. თუ გავხდებით ევროკავშირის წევრები და ესეც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, შევძლებთ აქ დოვლათის შექმნას და ემგრაციის ტალღის შეჩერებას.
მხოლოდ ევროკავშირის წევრობა დააბრუნებს აქ ემიგრანტებს და ჩვენთვის მონატრებულ ადამიანებს.
ისინიც კი, რომლებიც არ გადაწყვეტენ ქვეყანაში საცხოვრებლად დაბრუნებას, უფრო ხშირად შეძლებენ დაბრუნებას, რადგან ოფიციალური სამუშაო ნებართვები ექნებათ და დამალვა აღარ მოუწევთ. მეტიც, უფრო ღირსეული სამუშაოს პოვნას შეძლებენ.
ძალიან მარტივი რეალობაა. ერთადერთი, რაც რუსეთს აქ დარჩა მეტ-ნაკლებად რეალური პროპაგანდის რესურსით, არის ლგბტ თემა. არ დაუჯეროთ და არ აყვეთ ამას.
არ არსებობს ევროკავშირში რაიმე ნორმა და მოთხოვნა, რომელიც ლგბტ პირების ქორწინებას ავალდებულებს ქვეყნებს. მეტიც, ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითისთვის ხორვატია და ლიეტუვა, ლგბტ პირების ქორწინებას კონსტიტუცია კრძალავს. ჩვენი კონსტიტუციითაც ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის დაიშვება.
წინა წელს დავწერე ეს და ბატონი შათირიშვილის განცხადებამ გააცოცხლა პოსტი.
რა თქმა უნდა, რუსებისა და პროპაგანდის მიზანია საქართველო ქართველების გარეშე. მიზანმიმართულად ახორციელებენ გეგმას.
ემიგრაციის კატასტროფული მაჩვენებლების პარალელურად, ასეულობით ათასი უცხოელი (უმეტესად რუსები) ცხოვრობენ საქართველოში, რაც დემოგრაფიულ ბალანსსაც ცვლის და ქვეყნის არსებობისთვის ფიზიკური საფრთხეა.
აი, ასე მარტივადაა ეს ყველაფერი.