მათე დევიძის სოლიდარობის მარშის კიდევ ორი მონაწილე – ქეთევან ხუსკივაძე და ნინო ბარძიმიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო – ხუსკივაძეს 5 ათას-ლარიანი ჯარიმა, ბარძიმიშვილს კი 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე ქეთევან ხუსკივაძე და ნინო ბარძიმიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქეთევან ხუსკივაძეს 5 ათას-ლარიანი ჯარიმა, ხოლო ნინო ბარძიმიშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე – საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას – ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში