მათე დევიძისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ თბილისში აქცია დაიწყო – მელიქიშვილზე გზა გადაიკეტა

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ 21 მათე წლის მათე დევიძეს ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თბილისში სპონტანური საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო.
დემონსტრაცია დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე ფილარმონიასთან და გაგრძელდა მიმდებარე ტერიტორიაზე, – დაახლოებით იქ, სადაც 19 ნოემბრის აქციაზე მათე დევიძე დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა წაიკითხეს მათე დევიძისა და 60-ზე მეტი დაპატიმრებული დემონსტრანტის სახელი, რომლებსაც სინდისის პატიმრებად მიიჩნევენ და რომელთა გათავისუფლებასაც ევროპარლამენტი ითხოვს.
აქცია გრძელდება – დღეს უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების 197-ე დღეა.
მათე დევიძე დღეს, 12 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დამნაშავედ ცნო „პოლიციელზე თავდასხმაში“ და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დროის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან.
„მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ […]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა“, – თქვა მათე დევიძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დატოვა მანამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა განაჩენის გამოცხადებამდე.
„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, – ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.
მათე დევიძის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა პატარა დარბაზში, სადაც 35 ადამიანზე მეტი არ ეტევა – სხდომას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
დევიძის მეგობრების და გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა პროცესზე დასწრება ვერ შეძლო. მანდატურებმა სასამართლოში მისული მოქალაქეების ნაწილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს სასამართლოს შენობიდან.
სასამართლოს ეზო, სადაც პოლიციელების სიჭარბეა, სავსეა დევიძის მხარდამჭერებით. ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დაიცვან კანონი და მოქალაქეები.
33 წლის ნინო გალუსტაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით მან 2023 წელს ჩააბარა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…