“მათეს თავისუფლებისთვის” – დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაანონსდა

“მათეს თავისუფლებისთვის” – ამ ლოზუნგით გამართავენ დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას.
19 ნოემბერს პოლიციამ ძალისმიერი მეთოდებით ჩვენი თანამებრძოლები დააკავა, მათ შორის ერთ-ერთს 7 წლიანი სასჯელით ემუქრებიან. დღეს 20:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ქართველი ხალხი ს დაბრუნებას ცდილობდა, ვიკრიბებით და ვითხოვთ დაკავებულთა განთავისუფლებას.” – წერია განცხადებაში.
“ერთ-ერთი ინციდენტის დროს, როცა ს და სხვა მოქალაქეებს აკავებდნენ, გავიქეცით, შეხლა-შემოხლის ადგილისკენ, რომ ხალხს დავხმარებოდით. ამ დროს თვალსაწიერიდან დამეკარგა, რამდენიმე წუთში კი თვალი მოვკარი, რომ 4 პოლიციელი ცდილობდა, წაეთრია მანქანისკენ. მოვედი დასახმარებლად, ვერ ვუშველე, კიდევ 20 პოლიციელი მოვარდა, თან ურტყამდნენ, თან ახრჩობდნენ. ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და დღეს დილით გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართალზე, ედავებიან პოლიციელისთვის ზიანის მიყენებას – ჯოხი გადაარტყაო. 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რა თქმა უნდა, ეს შურისძიების მიზნით კეთდება, როგორც მარტის აქციებზე აირჩიეს ლაზარე, ყოფილიყო განტევების ვაცი და მოლოტოვის კოქტეილის სროლას “ტენიდნენ” ახლა, მათს “ტენიან” პოლიციელისთვის ჯოხის გადარტყმას. უნდათ, მათეთი დააშინონ მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ არჩევნებისთვის”- განაცხადა დაკავებულის მეგობარმა.
გომელაურის უწყებამ 19 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილე მათე დევიძე დააკავა. 21 წლის ბიჭს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები