ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გახარიას პარტიის განცხადებას ეხმაურება და მას არაჰუმანურსა და მავნებლურს უწოდებს.
გოცირიძე წინაასაარჩევნოდ ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი მოწოდებები “ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს”.
“ძალიან მავნებლური და არაჰუმანური განცხადებაა, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, როცა ოპოზიცია უნდა იყოს უფრო სოლიდარული და კონსოლიდირებული და ამის ნაცვლად, განხეთქილების ელემენტები შემოაქვთ ოპოზიციაში.
[…] თუ ხელისუფლება შეიცვალა, ნაციონალურ მოძრაობასაც, გახარიას პარტიასაც და მთელ ოპოზიციას მოგვიწევს თანამშრომლობა და კოალიციური ხელისუფლების შექმნა, ამიტომ დღეს ამ განცხადების გაკეთება პირდაპირ ასხამს ქართული ოცნების წისქვილზე წყალს. პარტიული ლიდერები არ არიან ექიმები და მათ არ აქვთ უფლება, იმსჯელონ ადამიანის მდგომარეობაზე”, – განაცხადა გოცირიძემ.