მავნებელ პოლიტიკურ აქტორებს “ენჯეოელი” არ ეწოდება, ის ჩვენი დროის “შულავერის კომიტეტჩიკია”

მავნებელ პოლიტიკურ აქტორებს “ენჯეოელი” არ ეწოდება, ის ჩვენი დროის “შულავერის კომიტეტჩიკია”
“პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ჩართვისას დიპლომატმა დავით ბაქრაძემ -ში მის ელჩობის პერიოდის გამაოგნებელი ფაქტები გაიხსენა – ნაცაგენტურის, ე.წ. “ენჯეოელების” გაშმაგებული ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ ვაშინგტონში” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, ზნედაცემულნი არიან კრებსითი ბათუ ქუთელიები, ეკა გიგაურები, სოროსის ფონდის, “ისფედისა” თუ საიას სხვადასხვა უსამშობლო არსებები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის ყალბი საფარველით დივერსანტობენ -ში ქართული სახელმწიფოს ინტერესების მაქსიმალური დაზიანებისთვის.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ჩართვისას დიპლომატმა დავით ბაქრაძემ აშშ-ში მის ელჩობის პერიოდის გამაოგნებელი ფაქტები გაიხსენა – ნაცაგენტურის, ე.წ. “ენჯეოელების” გაშმაგებული ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ ვაშინგტონში.
როგორი ზნედაცემულნი არიან კრებსითი ბათუ ქუთელიები, ეკა გიგაურები, სოროსის ფონდის, “ისფედისა” თუ საიას სხვადასხვა უსამშობლო არსებები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის ყალბი საფარველით დივერსანტობენ აშშ-ში ქართული სახელმწიფოს ინტერესების მაქსიმალური დაზიანებისთვის.
ის ნორმა, რომ სამოქალაქო სექტორი საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზეა, რადიკალურმა ნაცოპოზიციამ დიდი ხანია გააცამტვერა საქართველოში და ამით წაბილწა მრავალი სხვა პატიოსანი არასამთავრობო ორგანიზაცია. მავნებელ პოლიტიკურ აქტორებს “ენჯეოელი” არ ეწოდება, ის ჩვენი დროის “შულავერის კომიტეტჩიკია”, რომელსაც მოღალატის საზოგადოებრივი დამღა ვერასდროს მოშორდება, ხოლო მართლმსაჯულებამ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობებზე ფაქტებზე დაყრდნობით უნდა თქვას თავისი სიტყვა. „ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია