“მავნებელი ადამიანი“, “ქვეყნის მტერი“ – სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ზე, სა­დაც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხმა­უ­რი იყო.
პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტატ­მა, მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანს, გი­ორ­გი მსხი­ლა­ძეს მი­მარ­თა კი­თხვით: “ამ კა­ნო­ნით და იმ ქმე­დე­ბე­ბით, რა­საც “ოც­ნე­ბა“ ახორ­ცი­ე­ლებს, ექ­მნე­ბა თუ არა საფრ­თხე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას“, რა­საც კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა.
პა­რა­ლე­ლუ­რად, დარ­ბაზ­ში მი­ხე­ილ და­უშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ის­მო­და რეპ­ლი­კე­ბი: “მავ­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი“, “ქვეყ­ნის მტე­რია“, “ამას რა უნდა ელა­პა­რა­კოთ, დე­გე­ნე­რა­ტი ეს“.

ასევე დაგაინტერესებთ