„მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყო.. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე”

ლილოს დასახლებაში მოკლული 21 წლის გოგო ქეთი ჯავახიშვილია.

მეზობლები ამბობს, რომ გოგონას ხელები მავთულით ჰქონდათ შეკრული.

„მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყო.. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი ლაპარაკი მიდის. ამ გოგოს ტელეფონი უპოვიათ გატეხილი…“, – ამბობს მედიასთან ადგილობრივი.

გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით ორმოში იპოვეს.

სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია. როგორც ადგილზე ამბობენ, დამნაშავეს და მსხვერპლს ნათესაური კავშირი აქვთ.

პოლიციელებმა მიმდინარე ტერიტორიიდან ამოიღეს ნივთ მტკიცებულებები. სამართალდამცველები ამ დროისთვის ადგილზე რჩებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან