“მავანი იკითხავს, რა სენტიმენტებია, როცა ადამიანებს ესვრით ყუმბარებსო…” – რა მოხდა უკრაინაში

ომი დაუნდობელს გხდის. ამავდროულად ომი რაღაცნაირად არბილებს ადამიანს. დღეს მომაკვდავი, სავარაუდოდ ძაღლის მიერ დაკბენილი ციყვი ვიპოვეთ. საოცარი რეაქცია ჰქონდა მამუკას, სანამ ჩვენ სიბრალულით შევცქეროდით ციყვს, მამუკამ უცებ დაადგინა ეგზოტიკური ცხოველების კლინიკა, ბიჭებო აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ, ახლავე წავიყვანოთ კლინიკაშიო… საოცრად რბილი იყო ამ წუთებში Mamuka Mamulashvili … მავანი იკითხავს, რა სენტიმენტებია, როცა ადამიანებს ესვრით ყუმბარებსო… არა, ადამიანებს არ ვესვრით, ჩვენ ოკუპნტს, მომხდურს ვესვრით, მტერს, რომელსაც ჩვენი სამშობლოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მტერს რომელსაც ჩვენი ძმების და დების სისხლში აქვს ხელი გასვრილი. ციყვს კი ჩვენთვის არაფერი დაუშავებია, უფრო მეტიც, საოცრად საყვარელია და თან ეკოსისტემის უაღრესად სასარგებლო პატარა საოცრება. #ქართულილეგიონიგმირებისლეგიონია! #თავისუფლებამიშას!