მადურო ნიუ-იორკის ციხეშია

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ვენესუელაში ჩატარებული ამერიკული სამხედრო ოპერაციის შედეგად მათი დაკავების შემდეგ, ნიუ-იორკის ციხეში გადაიყვანეს.
ხელბორკილდადებული და სანდლებში ჩაცმული მადურო თავდაპირველად ნიუ-იორკში -ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) შენობაში ფედერალურმა აგენტებმა გადაიყვანეს რეგისტრაციის პროცედურების გასავლელად, რის შემდეგაც იგი ბრუკლინში მდებარე მაღალი უსაფრთხოების დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
CNN-ის ცნობით, ისინი ბრუკლინში, წინასწარი დაკავების ცენტრში მოათავსეს. მათ ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში წარუდგნენ.
Fox News-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ 63 წლის მადურო ფედერალური აგენტების თანხლებით და როგორ ეუბნება ჟურნალისტებს: „ღამე მშვიდობისა, გილოცავთ ახალ წელს“.
მადუროს დაკავების შემდეგ გამართულ პრესონფერენციაზე -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ძალაუფლების “უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონიერი” გადაცემა გახდება შესაძლებელი.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვენესუელაზე პასუხისმგებლად თავისი კაბინეტის წევრებს „ნიშნავდა“, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გენერალმა განაცხადა, რომ ოპერაციაში 150 ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა და შეტევა რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ განხორციელდა.
ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებას გმობენ ირანი, და ვენესუელის სხვა მოკავშირეები, ხოლო ემიგრაციაში მცხოვრები ვენესუელელები ამ ფაქტს დადებითად აფასებენ.
გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს, 5 იანვარს ამ საკითხზე სხდომა დაგეგმა – ხოლო გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ს ამ ნაბიჯს “სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა.
15-წევრიანი საბჭოს სხდომის გამართვა კოლუმბიამ მოითხოვა, სა და ჩინეთის მხარდაჭერით – დიპლომატების ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო როიტერსი. გაეროს უშიშროების საბჭო ამ დრომდე ორჯერ, ოქტომბერსა და დეკემბერში შეიკრიბა, აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობის გაღრმავების გამო.
ფორუმი