მადრიდში ქართული კულინარიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

17 თებერვალს, მადრიდში, მიშელინის გზამკვლევის მიერ მესამედ შერჩეულ ქართულ რესტორანში Nunuka Madrid, ქართული კულინარიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
Planeta Gastro-ს მიერ გამოცემულ წიგნში ავტორი და რესტორნის მფლობელი ნინო კილტავა ესპანურენოვან მკითხველს უზიარებს მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოს მისეულ ხედვას, რომელშიც თანამედროვე მიდგომები ერწყმის მდიდარ კულინარიულ ტრადიციებსა და მეღვინეობის კულტურას.
წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც თავად ესწრებოდა ღონისძიებას ესპანეთის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულ ალექსანდრე ჭკუასელთან და ესპანეთში წამყვანი მედია პლატფორმების წარმომადგენლებთან ერთად.
ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ესპანეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა