მადრიდში მოკლეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი – მედია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მოკლეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანდრეი პორტნოვი.
მას, სააგენტო „როიტერსის“ წყაროთა ცნობით, მადრიდში, ამერიკული სკოლის ჭიშკართან ესროლეს. მოკლული რომ მართლაც ანდრეი პორტნოვია, ინფორმირებულმა წყაროებმა დაუდასტურეს გამოცემა „უკრაინსკა პრავდასაც“.
ესპანური გამოცემა „ელ პაისის“ ინფორმაციით, თავდასხმაში ორი, ან სამი პირი მონაწილეობდა. პორტნოვს მას შემდეგ ესროლეს, რაც შვილები სკოლაში დატოვა. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.
ანდრეი პორტნოვი 2010-2014 წლებში იყო პრეზიდენტ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო მანამდე პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს იურიდიული გუნდის წევრი.
იანუკოვიჩის ადმინისტრაციაში პორტნოვი სასამართლოს კურატორად ითვლებოდა.
2014 წელს პორტნოვმა იანუკოვჩის სხვა თანამოაზრეებთან ერთად დატოვა და მედიის ცნობით, ხუთი წლის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” ინფორმაციით, 2018 წელს პორტნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სახელმწიფო ღალატის მუხლით, თუმცა, 2019 წელს ანდრეი პორტნოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქმე დახურა. მან დამადასტურებელი დოკუმენტებიც გამოაქვეყნა.
2019 წელს, პრეზიდენტად ს არჩევის შემდეგ ანდრეი პორტნოვი უკრაინაში დაბრუნდა, თუმცა, მალე ქვეყანა ისევ დატოვა.
ფორუმი