მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მოედანზე, Plaza de Castilla-ზე, დამონტაჟდა შუქნიშანი ოთხი განყოფილებით. გარდა ჩვეულებრივი წითელი, ყვითელი და მწვანე, ახლა დაემატა თეთრი. ის მძღოლებს გააფრთხილებს, რომ იქვე უმართავი მანქანები მოძრაობენ.
შუქნიშანი თეთრდება, როცა გზაზე უფრო მეტი უმართავი მანქანაა, ვიდრე ჩვეულებრივი. ეს ნიშნავს „გაჰყევით მანქანას წინ“, მოუწოდებს მძღოლებს თავი შეიკავონ საშიში მანევრებისგან და დაიცვან მოძრაობის საერთო წესები.
ამ დროისთვის, პლაზა დე კასტილაზე თეთრი შუქნიშანი გამორთულია. ის ამოქმედდება 2024 წლის ბოლოს – 2025 წლის დასაწყისში, როცა ახალი საგზაო წესები ამოქმედდება.
“ევროპულსის” ცნობით, უბედური შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია თვითმართვად მანქანებთან, ხშირად ხდება სტანდარტული მანქანების მძღოლების ქაოტური მანევრების გამო, რადგან ავტომატური მართვის სისტემას ყოველთვის არ აქვს დრო, რომ დროულად მოახდინოს რეაგირება სახიფათო მართვაზე, თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ თვითმართვადი მანქანები უფრო ფრთხილად იქცევიან გზებზე და არ არის გამორიცხული სწორედ ისინი გახდნენ მაგალითი ჩვეულებრივი მძღოლებისთვის.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ბელგიაში ახალი საგზაო ხელსაწყოები გამოჩნდა – „ჭკვიანი“ შუქნიშნები. მათ შეუძლიათ ამოიცნონ მოძრაობის სიმჭიდროვე და შეცვალონ სიგნალი ისე, რომ გზის მომხმარებლებს არ მოუწიონ წითელზე ზედმეტად დგომა.
