მადრიდში ამნისტიის შესახებ კანონი 170 000-ამდე ადამიანმა გააპროტესტა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ შეთანხმების გასაპროტესტებლად მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 170 000-მდე ადამიანმა მიიღო.
საპროტესტო აქცია მოჰყვა ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადაწყვეტილებას, დათანხმებულიყო ამნისტიის შესახებ კანონს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის მიმართ კატალონიური და ბასკური ნაციონალისტური პარტიების მხარდაჭერის სანაცვლოდ.
მომიტინგეები, რომლებიც კანონს აპროტესტებდნენ, ესპანეთის დროშებს აფრიალებდნენ და ხელში ეჭირათ აბრები წარწერებით: “სანჩესი მოღალატე” და “ნუ გაყიდი ესპანეთს”.
ამნისტია ეხება 400-მდე ადამიანს, რომლებიც მონაწილეობდნენ დამოუკიდებლობის შესახებ 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზებაში, მათ შორის არიან სეპარატისტები, მაგრამ ასევე აქტივისტებთან შეტაკებაში მონაწილე პოლიციელები. დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა და ესპანეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს