მადრიდის “რეალმა” ვინისიუს ჟუნიორის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. Cadena Ser-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს შორის დაძაბული ურთერთობაა, “ბლანკოსს” ვინისიუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება მაინც სურს.
“რეალში” დარჩენა ვინისიუსის სურვილიცაა და მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
შეგახსენებთ, “ელ კლასიკოში” 72-ე წუთზე, ჩაბი ალონსომ ვინისიუს ჟუნიორი შეცვალა, ბრაზილიელმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა და მაშინვე გასახდელს მიაშურა, მის ნაცვლად კი თამაშში როდრიგო ჩაერთო.
მადრიდის “რეალი” 27 ქულით ლა ლიგას ლიდერობს და მეორეადგილოსან “ბარსელონას” 5 ქულით უსწრებს, “სამეფო კლუბი” მორიგ შეხვედრას 2 ნოემბერს, “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.
ბრენდან როჯერსმა “სელტიკის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
[VIDEO] “მე?! წადი შენი! მორჩა, გუნდს ვტოვებ” – ალონსოს თავს ვინისიუსის რისხვა დაატყდა
“როგორ შევაჩერე იამალი? ალონსოს უფრო მაგარი დრიბლინგი აქვს, ვიდრე მას” – კარერასმა ლამინს დასცინა
“გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ” – იამალის მამამ “რეალის” ფანებს მიმართა
“თქვა, რომ ვინისიუსს 10 წამში ნოკაუტში ჩააგდებდა, ბრაზილიელმა კი სიტყვის შესრულება გასახდელში მოსთხოვა” – “რეალის” ვარსკვლავი მორიგ სკანდალში გაეხვია [VIDEO]
[VIDEO] კრიტიკოსები დაადუმა – ვინისიუსმა “ლევანტეს” “ტრიველა” გაუტანა
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად – ფლორენტინო პერესის გეგმა
ვინისიუსმა “ატლეტიკოს” ფანებს მატჩის შემდეგ მოედანზე “რეალის” მაისური დაუფინა [VIDEO]
კიდევ ერთი ვარსკვლავი – ვის ყიდვას შეეცდება “რეალი”, თუ ვინისიუსი წავა
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი – “რეალმა” “ელ კლასიკოში” გაიმარჯვა




