მადრიდის ნაცვლად რომში – დოვბიკი მალე გუნდს გამოიცვლის

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ “რომა” “ჟირონას” თავდამსხმელ არტიომ დოვბიკს ტრანსფერზე შეუთანხმდა.
ახლა კლუბები უნდა მორიგდნენ და რომაული კლუბი მზადაა უკრაინელში 30-32 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ატლეტიკოში” დოვბიკის გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მადრიდული კლუბი ფეხბურთელს პირობებზე, მის აგენტს კი საკომისიოზე ვერ შეუთანხმდა.