“მადლობელი უნდა ვიყოთ, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მაგრამ…”- ქეთი ჩხეიძე

ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობს ქეთი ჩხე­ი­ძეს მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­სა თუ პრო­ცე­სებ­ზე სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბს.

ის AMBEBI.GE-ს თა­ვის მო­საზ­რე­ბას უზი­ა­რებს.

– ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ახლა ხალ­ხი სი­მარ­თლის­თვის იბ­რძვის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იბ­რძვი­ან ად­გი­ლე­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი – თა­ვი­ან­თი ფუ­ლის გა­სამ­რავ­ლებ­ლად და ზო­გიც შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სა­ერ­თოდ მსოფ­ლი­ო­შიც ასეა, მაგ­რამ ჩვენ­თან ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან გამ­წვავ­და… არა­და, ერთი შე­ხედ­ვით, მშვი­დო­ბა იყო… რო­გორც ბრეხ­ტი ამ­ბობს – “ომი დამ­თავ­რდა, მშვი­დო­ბის გე­ში­ნო­დეთ ხალ­ხო” – თით­ქოს ეს მო­მენ­ტი დაგ­ვიდ­გა.

ამ მშვი­დო­ბამ გარ­კვე­უ­ლი ში­შე­ბი გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა მხო­ლოდ ამან არა, ქმე­დე­ბებ­მაც… ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ში­ნე­ბის და ზე­წო­ლის პო­ლი­ტი­კა გა­და­წყვი­ტა. ეს რამ­დე­ნი ხანი გას­ტანს, რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, არა­ვინ იცის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ზი­ცია ნა­თე­ლია, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თია, ვინც წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრებს, და­ის­ჯე­ბა.

– ასე­თი პო­ზი­ცია, პრო­ტეს­ტის მუხტს მე­ტად ზრდის…

– ეს რომ პა­ტა­რა დაჯ­გუ­ფე­ბა იყოს, ან რა­ღაც ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც უნდა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მო­შა­ლოს, რის­თვი­საც სა­ზი­ზღრო­ბებს სჩა­დის, ასე თუ ისე, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და… დღეს ქუ­ჩა­ში დგას უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის არ­მია, თა­ვი­სი ხედ­ვით და პო­ზი­ცი­ით, ამის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­რეთ რომ გა­მო­დის და შენ მა­ინც ჯი­უ­ტად ამ­ბობ, – 1000 კა­ცია, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა­ო­დე­ნო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს… როცა ეს რა­ო­დე­ნო­ბა დი­დია, ცუ­დის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ე.ი. ბა­ლან­სი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ირ­ღვა…

თუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ ვფიქ­რობ­დი, რომ ქვე­ყა­ნა ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და და ეს პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლად იყო. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­და, რომ ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი იყ­ვნენ, ვი­თომ რა­ღა­ცას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ ეს ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად აყი­რავ­და. და­ი­წყეს ის, რაც ძა­ლი­ან კლა­სი­კუ­რია, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და სხვა ქვეყ­ნებ­შიც ბევ­რჯერ გვი­ნა­ხავს. ეს ის ტი­პუ­რი მო­დე­ლია, როცა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი დაშ­ვე­ბა იწყე­ბა.

– თქვენ­ში კონ­კრე­ტუ­ლად პრო­ტეს­ტი რამ გა­მო­იწ­ვია?

– იმან, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად აპე­ლი­რებს ღირ­სე­ბა­ზე. კი, თუ სა­ხელ­მწი­ფო ხარ, შენი პო­ზი­ცია უნდა გქონ­დეს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო არ არის დიდი ქვე­ყა­ნა და არც იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ეკო­ნო­მი­უ­რად, თუნ­დაც გა­ნა­თე­ბის მხრივ (კი­დევ ბევ­რი კუ­თხით), ასე­თი ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თო. გა­მოხ­ვი­დე, მსოფ­ლი­ოს მი­მარ­თო, პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნო, გა­მო­ა­ცხა­დო, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას წყვეტ და დი­ა­ლოგს აღარ ხსნი. მი­ნი­მუმ ნორ­მა­ლუ­რი არ არის. იმან რომ გი­თხრას, კი­დევ გა­საგ­დე­ბია, შენ ეუბ­ნე­ბი?!

– კი, ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში ბრა­ზი სწო­რედ ამან გა­ა­ჩი­ნა…

– ჩვენ ძა­ლი­ან მცი­რედს ვხე­დავთ, ამის მიღ­მა, ალ­ბათ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი ხდე­ბა თუ წყდე­ბა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გა­დად კავ­კა­სი­ა­ში… აქეთ რუ­სე­თი, იქით – ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია, ამას­თან, არის ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად ლაფს ას­ხა­მენ, აგენ­ტის იარ­ლიყს აწე­ბე­ბენ. ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი და ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა…

– მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დაშ­ლა-დარ­ბე­ვას რომ შე­ვე­ხოთ და მათ მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბულ გა­და­ჭარ­ბე­ბულ ძა­ლას… ამას რა შე­ფა­სე­ბას მის­ცემთ?

– ამა­ზე სა­უ­ბა­რიც კი არ შე­იძ­ლე­ბა, მას სა­ხე­ლი არ აქვს. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თა­ლიც რომ იყო, ეს ფაქ­ტი მა­ინც და­საგ­მო­ბია. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე იქ­ცე­ო­დე. თუკი მარ­თა­ლი ხარ, მა­შინ ასე­თი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა რაში გჭირ­დე­ბა?!. და­ი­ჭი­რო მსა­ხი­ო­ბე­ბი, სცე­მო, და­ა­ზი­ა­ნო, გა­რეთ გა­მო­ყა­რო გა­უ­გე­ბა­რი ჯი­შის ადა­მი­ა­ნე­ბი (ან სად იპო­ვეს?!)…

არა­და, რუს­თა­ველ­ზე ჩვე­ნი ბრწყინ­ვა­ლე ბავ­შვე­ბი დგა­ნან, რომ­ლებ­საც სი­ნათ­ლე გად­მოს­დით… როცა მარ­თა­ლი ხარ და სა­ხელ­მწი­ფო ხარ, ყვე­ლა­ფე­რი შენს ხელ­შია, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის დაყ­ვი­რე­ბა­ზე, ამის გამო ასე­თი გა­სა­ო­ცარ ძალა გა­მო­ი­ყე­ნო?!. თუმ­ცა აქ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის ფაქ­ტო­რიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია… სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი ზღვარს არის გა­და­სუ­ლი, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ტეს­ტი და უნ­დობ­ლო­ბა გა­ა­ჩი­ნა.

– ჩი­ხი­დან რო­გორ უნდა გა­მო­ვი­დეთ?

– ან ეს რას ნიშ­ნავს – პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­დის, ამ­დე­ნი ხალ­ხია ქუ­ჩა­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე, ასე­ვე სხვა სამ­თავ­რო­ბო არ­ხებ­ზე ფილ­მე­ბი გა­დის, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბა. რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის შეკ­რე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, კი­დევ გა­ვი­გებ­დი. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი ფი­გუ­რაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტია. სი­ტყვით მი­მარ­თავს ხალ­ხს და ამის ასე­თი ფორ­მით უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ხდე­ბა?! ამ სა­ხე­ლი არ აქვს.

რო­გორ­მე, სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით, რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თუ ბერ­კე­ტე­ბით იქამ­დე უნდა მი­ვი­დეთ, რომ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს. ეს და­ამ­შვი­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, ამას მოჰ­ყვე­ბა მო­თხოვ­ნე­ბი, რომ უგზო-უკვლოდ და­ჭე­რი­ლი ხალ­ხის სა­პყრო­ბი­ლე­ე­ბი­დან უნდა გა­მო­უშ­ვან… ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნი­ერ ფარ­გლებ­ში უნდა მოხ­დეს, ღირ­სე­ბა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მო­დე­ლი არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, არ გვჭირ­დე­ბა. ასეთ მო­დელს ყო­ველ­თვის ცუდი მო­აქვს. ძლივს ამოძ­რა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ და ასე­თი გზა ისევ უკან ჩაგ­ვაგ­დებს. არა­და, არის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამი­ტომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­ვის უნდა მოვ­ცეთ. ჯო­ბია, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ში გა­ი­წე­ლოს და ესე­ნი ცი­ვი­ლუ­რად გა­ვის­ტუმ­როთ.

სა­მო­მავ­ლოდ კი პარ­ლა­მენ­ტში უნდა იყოს რა­ღაც ბა­ლან­სი, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მარ­თვა, დღეს რო­დე­საც სრუ­ლი­ად სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მსოფ­ლიო, სხვა ვი­თა­რე­ბაა, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩა­მორ­ჩე­ნილ ქვეყ­ნებ­შიც კი, ასეთ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე უკვე პრო­ტეს­ტი აქვთ – ხალ­ხი იქაც გა­მო­ფხიზ­ლდა… ჩვენ დიდი ხა­ნია გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, უბ­რა­ლოდ, ხალ­ხს ბერ­კე­ტი არ აქვს…

– სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ აქ­ცი­ებ­ზე ერთ მუჭა ხალ­ხი და­დის, ან­დაც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, რას ეტყო­დით?

– რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ რა­მეს კად­რუ­ლობს, მას იმა­ვე ენით ვერ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და იმა­ვე­თი არც ვუ­პა­სუ­ხებ. მას­თან არა­ნა­ირ პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა. უნდა და­ტო­ვო თა­ვის სი­ბინ­ძუ­რე­ში და იყოს. თუ იქ ერთი მუჭა ხალ­ხია, ის ერთი მუჭა აუ­ცი­ლებ­ლად 100 მუ­ჭად გა­და­იქ­ცე­ვა – ის­ტო­რი­უ­ლად ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბო­და.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში და აქ­ცი­ა­ზეც ჩანს. სა­ხე­ებ­ზე ეტყო­ბათ რუს­თა­ველ­ზე რა კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხი დგას. თუ გა­და­ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩანს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ისი­ნი ვი­თომ არ არი­ან, და­უშ­ვე­ბე­ლია. ისი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­აზ­როვ­ნე ნა­წი­ლია, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი აქვს. კარ­გად მეს­მის, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ა­ზეა, თვლი­ან, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უამ­რა­ვი რამ გა­ა­კე­თა და მხარ­და­სა­ჭე­რი კა­ცია. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ამ ყვე­ლა­ფერს და თვი­თონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კო­ზი­რი მის­ცა. მერე კი ისე მოხ­და, რომ ამ ადა­მი­ან­მა სხვა­გან გა­უხ­ვია… ისი­ნი ამას ვერ ხვდე­ბი­ან, არ სჯე­რათ. ვინც თა­ვის ამ მო­საზ­რე­ბებ­ში გულ­წრფე­ლია და სჯე­რა, მათი მეს­მის…

აქ არის კი­დევ ერთი რამა არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი – აი, გვი­კე­თებს, გვი­შე­ნებს, გვპატ­რო­ნობს და მხარ­ში უნდა ვუდ­გა­ვარ­თო – ეს „პატ­რო­ნის“ ფე­ნო­მე­ნია, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კას ან­გრევს. ჩვენ კი არა, ამ ფე­ნო­მენ­მა იმ­ხე­ლა რუ­სე­თი გა­ა­უ­ბე­დუ­რა და მოს­პო, დეგ­რა­და­ცი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნა…

რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ეს არა­ჯან­მრთე­ლი სი­ტუ­ა­ცია არ­სე­ბობ­დეს?! სა­ქარ­თვე­ლო ისე­თი ქვე­ყა­ნა არ არის, რომ ასე დაგ­ვიბ­ნელ­დეს. თო­რემ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა დიდი რა­მაა და ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს. მად­ლო­ბე­ლი ბევ­რი რა­მის გამო უნდა ვი­ყოთ, რაც ამ კაც­მა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ თუ სა­ხელ­მწი­ფო გვინ­და გვქონ­დეს, ასე არ შე­იძ­ლე­ბა იმარ­თე­ბო­დეს. ხოლო თუ გვინ­და, რომ რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბა ვი­ყოთ, მა­შინ მი­სა­ღე­ბია – გვი­პატ­რო­ნოს… ბო­ლოს იმას ვი­ტყვი, რომ იმე­დი­ა­ნად უნდა ვი­ყოთ, სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა და თან ეს ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია…

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!

2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: მე პირადად დამაკავა გიორგი გეგეჭკორმა, თბილისის პოლიციის შეფმა, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა, რუსეთის აგენტები ხართო – სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა