„მადლობელი ვარ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მაქვს…“ – სალომე ღვინიაშვილის ემოციური მიმართვა

მოდელი და ტელეწამყვანი, სალომე ღვინიაშვილი, ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ამჯერად სალომე „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
‘Moët ოჯახთან ერთად ყოველი წამი ზღაპარია. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს ასეთ ჯადოსნურს ხდის. გმადლობთ, რომ მე ვარ Moet Society-ს ნაწილი ჩემს ლამაზ მეგობრებთან ერთად. მადლობელი ვარ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მაქვს… სიყვარულით, სალომე”, – წერს სალომე.