“მადლობელი ვართ უნგრეთის ხელისუფლების” | ილია დარჩიაშვილის მადლობა პუტინის მეგობარ ორბანს

“მადლობელი ვართ უნგრეთის ხელისუფლების”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში, მინისტერიალის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრობს. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება.
“მადლობელი ვართ უნგრეთის ხელისუფლების, მათი ძალიან მკაფიო გზავნილებისთვის, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, შესაბამისად ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია და ეს ნამდვილად იქნება, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს კონადიდატის სტატუსის მიღებას. რაც შეეხება ევროკავშირი-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებს, აქ ალბათ მე არ ვისურვებდი გამეკეთებინა კომენტარი. ეს არის უგრეთისა და ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობის საკითხი, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოინახება გამოსავალი იმისთვის, რომ ამ კვირის ევროპული საბჭო იყოს წარმატებული და ქვეყნებმა მიიღონ, დამსახურების შესაბამისად ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ევროინტეგრაციას გააძლიერებს მომავალში.” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.