მადლობა ჩინეთს – პრემიერის მადლობა ქვეყანას, რომელმაც რომელმაც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

პრემიერმინისტრი, გამოეხმაურა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუცია – “დან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა – ჩინეთმა.
მ ჩინეთს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ “მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია”.
“გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა. რაც შეეხება ჩინეთს, მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია…. ჩინეთი აღიარებს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. გაეროს რეზოლუცია მაგას არ ეხებოდა. ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია”, – თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”