მადლობა ჩინეთს – პრემიერის მადლობა ქვეყანას, რომელმაც რომელმაც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

პრემიერმინისტრი, ირაკლი გამოეხმაურა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუცია – “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა – ჩინეთმა.
კობახიძემ ჩინეთს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ “მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია”.
“გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა. რაც შეეხება ჩინეთს, მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია…. ჩინეთი აღიარებს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. გაეროს რეზოლუცია მაგას არ ეხებოდა. ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია”, – თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…