“მადლობა, ჩვენ ეს შევძელით!” – ხვიჩა კვარაცხელიას და გურამ კაშიას კომენტარები საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ

ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და მ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.
“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატივარს, რომლებიც გვგულშემატკივრობდნენ 120 წუთის განმავლობაში. მადლობა, ჩვენ ეს შევძელით! ახალ სიმაღლეზე ასვლა მოვახერხეთ.
საბერძნეთის ნაკრებს მადლობას ვუხდი, შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ. იმედია შემდეგში მათ გაუმართლებთ, მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. მოედანზე თავი არ დაზოგეს”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
“კიდევ ვერ ვიჯერებთ, რაც მოხდა. ბედნიერებაა, როცა ასეთ საქართველოს ვხედავ. გერმანიაში
მივდივართ!”, – განაცხადა კაშიამ.