“მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც არასდროს..” – საგინაშვილის კომენტარი ისტორიული გამარჯვების შემდეგ

გუშინ, EAST vs WEST-ის ღონისძიებაზე, ლეგენდარულმა ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა ასევე ლეგენდარული ჯერი კადორეტე უშანსოს დაამარცხა.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ ლევანმა დარბაზში შეკრებილ ქართველებს მიმართა.

მადლობა ქართველებო! დიდი მადლობა რომ შეწუხდით და მოხვედით, ამით ძალიან დიდი ძალა მომეცით!

მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც არასოდეს არ შეწყვეტს თავისუფლებისთვის ბრძოლას! მადლობა ჩემს ოჯახს, მეუღლეს, მეგობრებს და ყოველთვის ვეცდები გაგახაროთ და ქართული დროშა მუდამ ზევით ავწიო“, – განაცხადა ლევანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე გალში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, სრული სიყალბეა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება – ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ