“ბარსელონას” ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ Eurohoops-თან ინტერვიუში “ბლაუგრანაში” გადასვლის შემდეგ მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
“ჩემი სათამაშო სტილი არასდროს იცვლება. ყოველთვის მზად ვარ გუნდს დავეხმარო და აქ ამიტომაც ვარ. რაც აქ გადმოვედი, ვხედავ, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებს კალათბურთი კარგად ესმით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენით იამაყონ.
ვიმედოვნებ, რომ ჩემს თანაგუნდელებს მაგალითს ვაჩვენებ და ყველა მე გამომყვება. ერთმანეთის დასახმარებლად მზად ვართ.
“ბარსელონაში” თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომეცა. გამოცდილი მოთამაშეები გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული სეზონი გვექნება.
ცნობისთვის, “ბარსელონაში” შენგელიას ოფიციალური დებიუტი დღეს, 30 სექტემბერს, ევროლიგის პირველ ტურში, “ჰაპოელ თელ ავივის” წინააღმდეგ, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.
მიქაუტაძის 73 წუთი – “ვილიარეალმა” “ატლეტიკი” დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
“თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ” – როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
“ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის” – თორნიკე შენგელიას ცოლი
“კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს” – თორნიკე შენგელია
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
“ევრობასკეტამდე ცოტათი შეშინებული ვიყავი, ახლა ყველაფერი კარგადაა” – შენგელიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა
კარგი ამბავი – FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა
“ბარსელონას” იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა
