საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისთვის მადლობას უხდის – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“მადლობა ევროპარლამენტს საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ძლიერი გზავნილისთვის. საქართველო გააძლიერებს მჭიდრო კონსულტაციებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან ოკუპაციის პრობლემის დროს წერიგში დაყენებისთვის და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების თაობაზე”, – წერს შალვა პაპუაშვილი X -ზე.
იხილეთ ასევე:
· 495 ხმით, ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
· ევროპარლამენტის რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე | რა წერია დოკუმენტში