მადლობა სანქციების შემოუღებლობისთვის და მათთვის გვერდის ასავლელად აგრესორის დახმარებისთვის – ჰეორჰი ტიხი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრისთვის, კერძოდ, ში შეჭრის გამო ს წინააღმდეგ სანქციების შემოუღებლობისთვის და მათთვის გვერდის ასავლელად აგრესორის დახმარებისთვის;
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზიდან თავიანთი ქვეყნის ს უღლისკენ შექცევისთვის; უკრაინის მიმართ მუდმივად უარმყოფელი კომენტარებისთვის“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ჰეორჰი ტიხი „ქართული ოცნების“ პარლამენტის სპიკერ ს 17 ნოემბრის განცხადებას. ტიხის ციტატას სააგენტო “უნიანი” ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს ს საქართველოდან ში ან სხვა ქვეყანაში წაყვანაზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ ს მიერ “ტვ პირველთან” ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა:
„საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი უმადურობა. უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ქვეყნის კაბინეტში უკვე მიიღო შენიშვნა მადლიერებასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მას გვერდში უდგანან, იმ ხელისუფლებების მიმართ მადლიერება უნდა გამოხატონ და არ გამოიჩინონ უმადურობა. სამწუხაროდ, ზელენსკის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ გამოირჩევა უმადურობით. იმ მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხისგან არსებობს უკრაინის მიმართ, ასეთი პასუხი, რომ აქ ჯერ სააკაშვილი შემოგვიპარეს და შემდეგ მათ შორის, პოდოლიაკის განცხადებებით ცდილობდნენ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევეყვანეთ, უკრაინიდან გვითვლიდნენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაგვესეირნა და ა.შ. ასე ეპყრობიან ქართველ ხალხს”.
ფორუმი