მადლობა მიხეილ ყაველაშვილს 613 პატიმრის შეწყალებისთვის, გასული წლებში ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ბევრად ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

მადლობა მიხეილ ყაველაშვილს 613 პატიმრის შეწყალებისთვის, გასული წლებში ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ბევრად ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტის გამოცემის გამო, 613 პატიმარი იქნა შეწყალებული საქართველოს პრეზიდენტის აქტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა ასევე გადაუხადა იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სამთავრობო უწყებებს.
„მადლობა მინდა, ასევე გადავუხადო ჩვენი უწყებების ხელმძღვანელებს შესაბამის მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან, ანრი ოხანაშვილს და ვახტანგ გომელაურს, ჩვენს სამთავრობო უწყებებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის. მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგვცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის საშუალება და მისცა საქართველოს პრეზიდენტს იმის შესაძლებლობა, რომ გამოეცა ასეთი ჰუმანური აქტი, რითაც ისარგებლებს 613 პატიმარი. მინდა, მათ, ყველას ვუსურვო სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულფასოვანი რესოციალიზაცია, ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას

Julius Baer-ში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდებოდა საბანკო ოპერაციების განხორციელება. 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის არაერთი მცდელობის განმახორციელებელი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, უკვე ცალსახად იკვეთება ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა