მადლობა მინდა, გადავუხადო პარტიის წევრებს, რომ არა მათი მხნეობა, ჩართულობა, ჩვენ ასე ღირსეულად ვერ დავდგებოდით ქვეყნის სადარაჯოზე

მადლობა მინდა, გადავუხადო პარტიის წევრებს, რომ არა მათი მხნეობა, ჩართულობა, ჩვენ ასე ღირსეულად ვერ დავდგებოდით ქვეყნის სადარაჯოზე
ძალიან სასიამოვნოა პარტიის წევრებთან შეხვედრა, ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან ქვეყნისთვის, პარტიის გამარჯვებისთვის, რადგან საბოლოო ჯამში ქვეყანა იყოს გამარჯვებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ ბათუმში განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარემ დააანონსა 10 დიდი შეხვედრა რეგიონებში და შეხვედრები დღეს აჭარიდან დაიწყო.
„ჩვენ აქტიურ წევრებთან, პარტიულ ლიდერებთან, ადგილობრივ ლიდერებთან გვაქვს ხოლმე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც დღეს მოხდა. ძალიან სასიამოვნოა თითოეულ მათგანთან შეხვედრა, ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის, თავისი პარტიის გამარჯვებისთვის, რადგან საბოლოო ჯამში ქვეყანა იყოს გამარჯვებული. მე თითოეულ მათგანს მინდა, მადლობა გადავუხადო აქედან, აჭარიდან, რომ არა მათი ასეთი მხნეობა, ჩართულობა, ჩვენ ასე ღირსეულად ვერ დავდგებოდით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
Next: ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამას სჭირდება სწორი გააზრება, ჩვენს საზოგადოებასა და ბავშვებს სჭირდებათ დაცვა

ასევე დაგაინტერესებთ