აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით, დღეს თბილისში “მეტროს პროტესტი” და ერთობის მარში იმართება.
აქტივისტები სამ მეტროსადგურთან: დელისთან, სადგურის მოედანთან და ავლაბართან შეიკრიბნენ, საიდანაც ისინი მეტრო ახმეტელისკენ გაემართნენ.
მათი საბოლოო დანიშნულების წერტილი კი თბილისში აშშ-ის საელჩოა, სადაც იცინი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის ვაშინგტონს მადლობას გადაუხდიან.