მადლობა ელჩ დანიგანს, აშშ-დან მოზომილი განცხადება გაკეთდა — მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რუსული კანონის“ დაბრუნების შემდეგ -დან და ევროკავშირიდან, შარშანდელთან შედარებით, მოზომილი განცხადებები გაკეთდა.
მდინარაძის თქმით, აშშ-სგან მოზომული რეაქცია ახალი ელჩის, ს დამსახურებაცაა და ამიტომ მას მადლობა გადაუხადა.
„შარშანდელისგან განსხვავებით, აბსოლუტურად განსხვავებული, სხვა რიტორიკაა წელს. გაისად კიდევ უფრო რბილი რიტორიკა იქნება, უფრო კარგად ავუხსნით, უფრო კარგად გაიგებს ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი რამდენად მართლები ვართ.
ისევე, როგორც, შარშანდელთან შედარებით, ევროპული განცხადებები ოფიციალური წარმომადგენლობების არის გაცილებით მოზომილი. შარშან პირდაპირ ამბობდნენ, ეს არის რუსული კანონიო.
ქალბატონ დანიგანს მადლობას ვუხდი, რადგან პერსონალურად მისი განწყობა შეესაბამება იმ რეალურ მეგობრობას, რაც ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს. ჩანს, რომ წარმოადგენს აშშ-ს, დიდი ბოდიში, ამის თქმა რომ მიწევს, სხვისგან განსხვავებით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, წარმოადგენდა არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ძალის ინტერესებს. ამიტომ არის, რომ შარშანდელთან შედარებით, აბსოლუტურად მოზომილი განცხადებებია. უფრო მოზომილ და რბილს განცხადებებს მგონი, ვერც გააკეთებდნენ, რადგან ძალიან აცდებოდა,“ — განაცხადა მ დღეს, 4 აპრილს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს, „რუსული კანონის“ შემობრუნებაზე ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.
„ჩვენ გავეცანით ცნობებს, რომ ისინი განიხილავენ ამ პოტენციურ კანონს. გასულ წელს ათობით ათასი ქართველი გამოვიდა ქუჩაში ევროპული ამბიციის დასაფიქსირებლად და უარი უთხრეს ამ კანონს.
საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში,“ – თქვა მილერმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ. მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ