“მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას” – ზივზივაძე “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

“მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას” – ზივზივაძე “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია!
პ.ს. მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას”, – წერს ზივზივაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში