მადლიერების დღის წინ, ბაიდენმა ინდაურები შეიწყალა

ამერიკაში მადლიერების დღე ახლოვდება, თეთრი სახლი კი ტრადიციას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ორი ინდაური შეიწყალა.
ეს არის საპრეზიდენტო ტრადიცია, რომელიც უკვე 77 წელია უწყვეტად გრძელდება. თუმცა, ტრადიციის ფუძემდებლად, -ის 16-ე პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი მიიჩნევა, რომელმაც, გადმოცემით, ინდაური საკუთარი ვაჟის თხოვნით შეიწყალა. სთვის, ეს ბოლო შემთხვევაა, როცა ის თეთრ სახლში ამ საპრეზიდენტო ტრადიციას აღასრულებს.
ინდაურების შეწყალების ცერემონიას, თეთრ სახლში, პრეზიდენტი, თეთრი სახლის თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და რიგითი ამერიკელები ესწრებოდნენ.
ჯო ბაიდენმა შეკრებილებს მიმართა და ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს მიულოცა. ამერიკა მადლიერების დღეს 28 ნოემბერს აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში