მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა

მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა
მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც ს ინაუგურაციაზე დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.
„თავის „ტვიტერს“ ხომ აქირავებდა. ჩვენ საიდან გავიგეთ იცით ეს? FARA-შია დარეგისტრირებული, რომ თურმე კეზერაშვილი ათას დოლარს უხდიდა იმაში, რომ რაიმე დაეწერა ქართველი ხალხის და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა [ტრამპის ინაუგურაციის] ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა. მგონია, რომ ვაშაძემ უნდა უჩივლოს მას, რადგან კალათბურთის თამაშზე მიიწვია და იქიდან ერთვებოდა დაღვრემილი სახით.
აღმოჩნდა, რომ დროშებსაც ყიდის. ეს არის თქვენი ავტორიტეტული რესპონდენტი. კიზინგერი გახსოვთ? „ტვპირველის“, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მუდმივი [რესპონდენტი] რომ იყო და მორალს გვიკითხავდა?! საერთოდ გააგდეს და მტირალა უწოდა ახალმა პრეზიდენტმა. გონჩარენკო გახსოვთ? აქ რომ გვმოძღვრავდა. კითხეთ აბა საკუთარ ქვეყანაში რატომ არ ომობს?! სენატორი მენდესი რომ აამხედრეს ჩვენს წინააღმდეგ, ამერიკულმა სასამართლომ დაიჭირა ღალატისთვის, მექრთამეობისთვის და კორუფციისთვის. ასეთი ხალხი ჰყავდათ [ოპოზიციურ მედიას] რესპონდენტებად და ჩვენ გვმოძღვრავდნენ“, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა