მაგომედ ანკალაევმა ალექს პერეირა დაამარცხა და UFC-ის ქვემძიმე დივიზიონის ჩემპიონი გახდა

ლას ვეგასში UFC 313-ის სატიტულო ბრძოლაში რუსმა მაგომედ ანკალაევმა, ბრაზილიელი ალექს პერეირა დაამარცხა და ქვემძიმე დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა.
შეხვედრა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ანკალაევმა მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
პერეირამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრის დაცვა სამჯერ მოახერხა, მაგრამ ამის გაკეთება რუსი მებრძოლის წინააღმდეგ არ გამოუვიდა, ეს ბრაზილიელის კარიერაში მესამე მარცხი იყო, 37 წლის მებრძოლს 12 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ანკალაევს MMA-ის კარიერაში 20 ბრძოლა აქვს მოგებული და მის ანგარიშზე 1 მარცხია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში