მაგნუს ბრუნერი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ ქართული საზოგადოების მოწოდება

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ ქართული საზოგადოების მოწოდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ასევე მოვუწოდებთ [საქართველოს] ოფიციალურ პირებს, მიიღონ ეუთო-ს არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში გამოქვეყნებული რეკომენდაციები და ყველა ვარიანტი განიხილონ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში, მათ შორის [განიხილონ] ახალი არჩევნების ჩატარებისკენ საქართველოს საზოგადოების მოწოდება.
გასულ წელს ევროკავშირმა რიგი ზომები მიიღო, რათა რეაგირება მოეხდინა საქართველოს გაგრძელებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე. შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და [საქართველოს] ოფიციალური პირებისთვის დახმარება შევაჩერეთ – 30 მილიონი “ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტით” და 120 მილიონ ევროზე მეტი მთავრობისთვის პირდაპირი დახმარებით.
ამავდროულად, ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის გვერდში დგომას. 8,5 მილიონი ევრო უკვე გადანაწილდა მათთვის და მზად ვართ დამატებითი სახსრები გადავცეთ საკომუნიკაციო აქტივობებისთვის, ვინაიდან დეზინფორმაციაზე ჩვენი პასუხი უნდა გავაძლიეროთ”, – განაცხადა ბრუნერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში