“მაგნიტში” ჩემს თვალწინ ოთხი გოგო კლავდა მოლარეს და კონსულტანტს” – თეა სუბელიანი

თეა სუბელიანი, სოციალურ ქსელში, ფოტოს ავრცელებს და წერს:
ჩვენ ქვეყანაში პირბადის ტარებისთვის ციხეა, სამაგიეროდ კრიმინალი ზეიმობს!!! ნახევარი საათის წინ მაგნიტში ჩემს თვალწინ ოთხი არასრულწლოვანი გოგო კლავდა მოლარეს და კონსულტანტს, მსგავსი ძალადობა მხოლოდ ფილმებში მინახავს, შამპანიურის ბოთლის თავში ჩარტყმა რომ დააპირა, შემოვარდნენ კაცები და ვერ აშველებდნენ, ის ბოთლი მოიქნია, ბოქსი მოაძრეს, წიხლებით შედგნენ კონსულტანტს, Magniti • მაგნიტი როგორ გყავთ დაცვის გარეშე მომსახურე პერსონალი, სიკვდილს არიან გადარჩენილები და ეხლა ვიგებ რომ ეს არაა პირველი შემთხვევა. მაგ ბავშვების ადგილას (მოლარეს და კონსულტანტა ვგულისხმობ) გიჩივლებდით აუცილებლად! ცხადია პატრული გამოვიძახე და დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან…