მაგნიტსკის აქტის ინიციატორი გამოეხმაურა BBC-ის გამოძიებას საქართველოზე

მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბრიტანელი ინვესტორი და პოლიტიკური აქტივისტი ბილ ბრაუდერი გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
“საქართველოს მთავრობა მომიტინგეების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს. ეფექტი გამოვლენიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. ზნედაცემულობის ახალი დონე. ერთადერთი კითხვა ის არის, თავად მოიგონეს ეს თუ რუსმა მმართველებმა გადასცეს”, – დაწერა ბრაუდერმა X-ზე.
“ქართული ოცნება” BBC-ის მიერ გავრცელებულ ცნობას უარყოფს და მედიას სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
ბილ ბრაუდერიის შესახებ
ბილ ბრაუდერი არის ამერიკული წარმოშობის ბრიტანელი ფინანსისტი, ინვესტორი და პოლიტიკური აქტივისტი. იგი მსოფლიო მასშტაბით ცნობილია როგორც „მაგნიტსკის აქტის“ ინიციატორი ფიგურა. ბილ ბრაუდერი 2005 წლამდე იყო ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი რუსეთში. 2005 წელს, მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორუფციაზე დაიწყო კრიტიკულად საუბარი, ს მთავრობამ მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ გამოაცხადა. 2008 წელს, მისმა ადვოკატმა რუსეთში, სერგეი მაგნიტსკიმ, გამოავლინა ს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი $230 მილიონი დოლარის ოდენობის მასშტაბური საგადასახადო თაღლითობა. მაგნიტსკი ამის გამო დააპატიმრეს, აწამეს და 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა. სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ, ბილ ბრაუდერი გახდა გლობალური კამპანიის ლიდერი, რომლის მიზანი იყო იმ რუსი ჩინოვნიკების დასჯა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მაგნიტსკის დაპატიმრებაზე, წამებასა და სიკვდილზე. ამ კამპანიის შედეგი იყო „სერგეი მაგნიტსკის სამართლის უზენაესობის პასუხისმგებლობის აქტის“ მიღება -ის კონგრესის მიერ 2012 წელს. მოგვიანებით, 2016 წელს მიღებულ იქნა „გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა პასუხისმგებლობის აქტი“, რომელიც საშუალებას აძლევს -ს და სხვა ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, კანადა და ა.შ.) სანქციები დაუწესონ უცხოელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ ან კორუფციაში არიან ჩართულნი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ბრაუდერი დღესაც აგრძელებს აქტიურ საქმიანობას ამ აქტების გამოყენებისთვის და რუსეთის რეჟიმის, მათ შორის სა და მისი გარემოცვის, კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხების გამოვლენას. მან დაწერა ბესტსელერები, მათ შორის “Red Notice” და “Freezing Order”, სადაც აღწერილია მისი გამოცდილება რუსეთში.
ამავე თემაზე