„მაგნატის“ წილის გადანაწილების ერთ ეპიზოდში, ვცდილობდი, ბოლო 5 პროცენტი მაინც შენარჩუნებულიყო, მაგრამ მოლაპარაკების ოთახში შემოდის ბუცხრიკიძე და ულტიმატუმს აყენებს – იძულებული გავხდით, მოლაპარაკება ისე დაგვესრულებინა, როგორც „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებს სურდათ

„მაგნატის“ წილის გადანაწილების ერთ ეპიზოდში, ვცდილობდი, ბოლო 5 პროცენტი მაინც შენარჩუნებულიყო, მაგრამ მოლაპარაკების ოთახში შემოდის ბუცხრიკიძე და ულტიმატუმს აყენებს – იძულებული გავხდით, მოლაპარაკება ისე დაგვესრულებინა, როგორც „ ბანკის“ წარმომადგენლებს სურდათ
ბატონმა ჯემალმა [ლეონიძე] „ენესკაც“ ახსენა ნავთობ სადისტრიბუციო კომპანია, რომელთან დაკავშირებით, მე მონაწილეობა მივიღე მხოლოდ სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადებაში.
„ენესკასთან“ დაკავშირებით იყო შეხვედრები, მახსოვს შეხვედრები ბატონი ჯემალის ოფისში, წყალსადენის ქუჩაზე, სადაც „ენესკას“ დამფუძნებლები იკრიბებოდნენ, ბატონი გიორგი ასლანიკაშვილიც მოდიოდა იქ, – ამის შესახებ ადვოკატმა როინ მიგრიაულმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის (ჯემალ ლეონიძე, შპს „მაგნატი“) განხილვა მიმდინარეობს. ადვოკატმა გაიხსენა, რომ „მაგნატის“ მესაკუთრე, ჯემალ ლეონიძე უკვე დაპატიმრებული იყო და მიმდინარეობდა მისი კომპანიის წილების გადანაწილება, რომლის ერთი ეპიზოდიც ეხებოდა ბოლო 5 პროცენტს.
მისი თქმით, დისკუსიისას ოთახში შემოვიდა ვახტანგ ბუცხრიკიძე და მისი ულტიმატუმის შედეგად მოლაპარაკება ისე დასრულდა, როგორც „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებს სურდათ. „რაზეც აქცენტი მინდა გავაკეთო და რაც ჩემს თვალწინ მოხდა, ის სცენა მინდა აღვიდგინო: ბატონი ჯემალი დაპატიმრებულია და მისი „მაგნატის“ წილის გადანაწილების ერთი ეპიზოდია, როდესაც „თიბისი ბანკმა“ მოამზადა შეთანხმება თავისი იურისტების მეშვეობით და ამ შეთანხმების თანახმად, 5% უნდა დარჩენოდა „მაგნატის“ ერთ-ერთ სუბიექტს, რომელზეც წილი ჰქონდა გადანაწილებული, თუ არ ვცდები, ბატონი ბუჩუკური იყო.
მგონი, ეს ბოლო 5 პროცენტი იყო, იმიტომ, რომ დანარჩენი პროცენტები უკვე გადანაწილებული ჰქონდათ. „თიბისი ბანკმა“ მოამზადა შეთანხმება ამ 5 პროცენტის გადაფორმებასთან დაკავშირებით, ოღონდ, აღარ მახსოვს, რის სანაცვლოდ, რატომ უნდა გადაეფორმებინა ბუჩუკურს ბოლო 5 პროცენტი „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებისათვის, უშუალოდ „თიბისი ბანკი“, მგონი, არ ფიგურირებდა. დისკუსია მიდიოდა, რომელსაც მეც ვესწრებოდი „თიბისი ბანკში“, ვცდილობდი ყველანაირად, ეს 5 პროცენტი მაინც შენარჩუნებულიყო და არ მომხდარიყო დათმობა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, შემოდის მოლაპარაკების ოთახში ბატონი ბუცხრიკიძე და ულტიმატუმს აყენებს, რომ თუ ამ შეთანხმებას ხელს არ მოაწერთ, ჩაიშლება მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა ბუჩუკური, ბანკის იურისტი, აღარ მახსოვს კიდევ იქ ვინ იყო და შემოსვლა ბატონი ბუცხრიკიძის ჩემს თვალწინ მოხდა და მან ეს ულტიმატუმი წამოაყენა. ჩვენ იძულებული გავხდით, მოლაპარაკება ისე დაგვესრულებინა, როგორც “თიბისი ბანკის” წარმომადგენლებს სურდათ.“- განაცხადა როინ მიგრიაულმა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შპს „მაგნატის“ საქმეზე უკვე მოუსმინეს კომპანიის მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!