„მაგნატის“ საქმის ორი მოსამართლე დაწინაურებულია — ანა დოლიძე

„რატომ არ გამოიძიეს ჯემალ ლეონიძის ჩივილები 13 წლის განმავლობაში?“ — კითხულობს , „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი.
დოლიძე ამბობს, რომ „მაგნატის“ საქმის ორი მოსამართლე — ლაშა ქოჩიაშვილი და მზია ლომთათიძე — სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაწინაურდნენ.
„რატომ არ დაიძრა ეს საქმე 2012-13 წლებში? რატომ არაფერი გააკეთა „ოცნებამ“, რომ ლეონიძეს დაჰბრუნებოდა ქონება? რაც მთავარია, რატომ არის დღეს მაღალ თანამდებობაზე წამოსკუპებული ყველა ის პირი, რომელსაც პირდაპირ მიუძღვის წვლილი მის პატიმრობასა და ქონებრივ პრობლემებში? აქ იგულისხმება -ს თანამშრომელიც, მაგრამ მთავარი — მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელსაც ხელს თვითონ ადებს და რომელიც დღეს დაწინაურებულია. ის არის უზენაესი სასამართლოს უვადოდ განწესებული მოსამართლე; მოსამართლე ლომთათიძე, რომელმაც ის პატიმრობაში გაუშვა, შემდეგ დაწინაურდა და დღეს არის შუა რგოლის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე“, — განაცხადა ანა დოლიძემ.
მზია ლომთათიძე 2012 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. ლაშა ქოჩიაშვილი 2021 წლის ივლისიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ.
ჯემალ ლეონიძე, რომელიც ავტოგასამართი სადგურების ქსელის „მაგნატის“ მესაკუთრე იყო და ენმ-ის ხელისუფლების დროს დააპატიმრეს, ამბობს, რომ იძულებით დათმობილი ქონება ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაიბრუნა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ბიზნესმენის სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ 2014 წელს წარმოებაში არ მიიღო მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, განმარტა რა, რომ შპს „მაგნატი 2006“ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლილია და ის მხარედ ვერ ჩაითვლება.
„ჯერ კიდევ 2012 წლის 27 ივნისს ქოჩიაშვილმა „მაგნატი 2006“-ის გაკოტრების რეჟიმი დაამთავრა და ლიკვიდაციაზე გამოიტანა კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორები ითხოვდნენ მის რეაბილიტაციას და კომპანიას ჰქონდა აქტივები ვალების გასასტუმრებლად, ქოჩიაშვილმა მაინც კომპანიის ლიკვიდაცია გამოაცხადა… ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მოვიძიეთ კიდევ ბევრი აქტივი, საუბარია 7-8 მილიონ ლარზე… მივმართეთ სარჩელით სასამართლოს და რატომღაც, სასამართლომ ისევ ლაშა ქოჩიაშვილს დააწერა ეს საქმე. ქოჩიაშვილმა ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში უარი მითხრა ამ საქმის განხილვაზე, რაც ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციოში კერძო საჩივრით. აპელაციამ განიხილა ჩვენი სარჩელი, დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს დაავალა საქმის წარმოება-განხილვა, რადგან იყო საკმაო მტკიცებულებები ჩემი საქმის წარმოებაში მისაღებად. თუმცა, ხელმეორედ ეს საქმე ისევ ლაშა ქოჩიაშვილს დაეწერა“, — ამბობდა ჯემალ ლეონიძე 2014 წელს For.ge-სთან ინტერვიუში.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს. კომისიაში ჯემალ ლეონიძეს დღეს მოუსმინეს. ის ამბობს, რომ „მაგნატის“ ქონების გადაფორმებაში მონაწილეობდნენ „ ბანკის“ წარმომადგენლები, საბოლოოდ კი, წელიწად-ნახევრის შემდეგ, ქონება თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ჩაუვარდა ხელში. კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაბარებული იყვნენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც კომისიაზე არ გამოცხადდნენ. ამის გამო კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა და სავარაუდოდ, იმავეს იზამს ბადრი ხაზარაძის შემთხვევაშიც.