მაგიური ჰარდენი და დამარცხებული “გოლდენ სტეიტი” – “კლიპერსმა” “აიწყვიტა”

“ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “გოლდენ სტეიტ უორიორსს” უმასპინძლა და 121:113 დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ კალიფორნიული გუნდისთვის ეს რიგით მე-6 გამარჯვება გახლდათ.
მასპინძელთა მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა 28 ქულა, 7 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა.
კავაი ლეონარდმა აქტივში 27 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
ნორმან პაუელმა 21 ქულა ჩააგდო, ამირ კოფიმ კი – 18.
“ოქროს შტატელთა” შემადგენლობიდან კლეი ტომპსონმა გუნდს 30 ქულა, 1 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
“კლიპერსი” 14 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს 17 დეკემბერს, “ნიუ იორკ ნიქსთან” გამართავს.
“გოლდენ სტეიტი” 10 მოგებითა და 14 წაგებით იმავე დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, 17 დეჯემბერს კი “ბრუკლინ ნეტსს” უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში